Georgia News

Vanadzor–Fioletovo rail link seen as shortest route connecting Armenia’s network to Georgia via the Middle Corridor

A TCRC report argues Armenia’s rail modernization should include a Vanadzor–Fioletovo segment to shorten cargo routes to Georgia by 112 km.

სომხეთის სატრანსპორტო მარშრუტების დებლოკირების პირობებში ქვეყანამ არა ცალკეული მონაკვეთების აღდგენაზე, არამედ ერთიანი სარკინიგზო ქსელის სისტემურ განახლებასა და, პარალელურად, ახალი მონაკვეთების მშენებლობაზე უნდა გააკეთოს აქცენტი, – ამის შესახებ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ (TCRC) ანალიტიკურ მასალაშია საუბარი.. TCRC წერს, რომ სადღეისოდ სომხეთის მთელ ქსელს ესაჭიროება მოდერნიზაცია, რადგან არსებული რკინიგზა ინტენსიური საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებისთვის მზად არ არის.. „ამჟამად სომხეთის რკინიგზა მინიმალური დატვირთვით მუშაობს.. თუმცა, თუ სარკინიგზო მონაკვეთების მოდერნიზაცია და ახალი მონაკვეთების მშენებლობა სინქრონულად განხორციელდება, სომხეთის სარკინიგზო არტერიებით წელიწადში 10 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა იქნება შესაძლებელი.. ამ თვალსაზრისით, სომხეთის სარკინიგზო ქსელი განვითარებისა და გაძლიერების გადაუდებელი აუცილებლობის წინაშე დადგება.. საექსპერტო წრეებში ერთ – ერთ პრიორიტეტულ ღონისძიებად ვანაძორ – ფიოლეტოვოს ახალი რკინიგზის მონაკვეთის მშენებლობა მოიაზრება.. ახალი სარკინიგზო მონაკვეთი დაეხმარება სომხეთს სატრანზიტო პოტენციალის მომავალში გამოყენებას და, შესაბამისად, მისი ეკონომიკური შესაძლებლობების რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე გაზრდას.. ჩრდილოეთ სომხეთში 32 კმ სიგრძის ვანაძორ – ფიოლეტოვოს მონაკვეთი ჩაკეტავს სომხეთის სარკინიგზო რგოლს და გზაჯვარედინის ფუნქციას შეასრულებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ერევნიდან საქართველოს საზღვრამდე ტრანსპორტირების მანძილს.. 32-კილომეტრიანი ვანაძორ-ფიოლეტოვოს მონაკვეთი უმოკლესი მანძილით დააკავშირებს სომხეთის სარკინიგზო ქსელს, საქართველოზე გამავალ შუა დერეფანთან, რაც ტვირთების გადაზიდვის მანძილს 112 კილომეტრით შეამცირებს.. შედეგად, სომხეთის ტერიტორიაზე სატვირთო გადაზიდვებს უდავოდ ფინანსურად მომგებიანს გახდის.. ვანაძორ-ფიოლეტოვოს სარკინიგზო ხაზი, რომელიც იჯევან – რაზდან – ერევნისმარშრუტს თბილისი – აირუმი – გიუმრი – მასისის მარშრუტთან დააკავშირებს, ადგილობრივი და საერთაშორისო გადაზიდვების მანძილის შემცირებით, ქვეყნის სარკინიგზო ქსელს მნიშვნელოვან მოქნილობასა და მანევრირების შესაძლებლობას მიანიჭებს“, – წერს TCRC.. მათივე ინფორმაციით, რკინიგზით ერევნიდან საქართველოს საზღვრამდე მანძილი 308 კმ-ია.. ერევნიდან რკინიგზა არმავირისა და გიუმრის გავლით ვანაძორში მიემართება, შემდგომ გადის ვანაძორი – სანაინ – აირუმის მონაკვეთს და უერთდება სადახლო – თბილისის მარშრუტს.. ფიოლეტოვოს სადგური მდებარეობს ერევანი – გიუმრი – ვანაძორი – აირუმის მთავარი რკინიგზის ხაზიდან 22-25 კმ-ში, რომელიც აკავშირებს რაზდანი – დილიჯანი – იჯევანის მიმართულებას.. ერევნიდან საქართველოს საზღვრამდე მანძილის შემცირების გამო, ვანაძორ – ფიოლეტოვოს მონაკვეთის ამოქმედება ერევნიდან სადახლომდე რკინიგზის მანძილს 26%-ით, 220 კმ-მდე შეამცირებს.. „წინასწარი გათვლებით, სომხეთის ტერიტორიაზე გადაზიდვის ტარიფი 27%-ით შემცირდება, რაც დამატებით მიმზიდველობას შესძენს საქართველო – სომხეთს შორის სარკინიგზო გადაზიდვებს.. ვანაძორ – ფიოლეტოვოს სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 350 მლნ დოლარს შეადგენს.. ჯერ არ არსებობს პროექტის ტექნიკურ – ეკონომიკური დასაბუთების კვლევა, მაგრამ წინასწარი მონაცემებით, ტრასა მთიან რელიეფზე გაივლის, სადაც დამატებით აუცილებელი იქნება სარკინიგზო გვირაბების მშენებლობა.. ახლო მომავალში სომხეთ – თურქეთს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენის პირობებში, რაც თანხვედრილი იქნება თურქეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სატრანზიტო გადაზიდვების გაზრდასთან, ვანაძორ – ფიოლეტოვოს რკინიგზის მონაკვეთს ექნება თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის გამოკვეთილად დამაკავშირებელი სატრანზიტო რგოლის ფუნქცია.. სომხეთის საექსპერტო წრეებში მკაფიოდ ხედავენ ვანაძორ-ფიოლეტოვოს რკინიგზის ხაზის მშენებლობის პროექტის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ინიციატივაში ჩართვის აუცილებლობას“, – წერს TCRC.

Armenia rail modernization, Vanadzor Fioletovo segment, Middle Corridor Georgia, freight tariffs reduction, transit route to Turkey, Armenia Georgia rail distance

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Are you human? Please solve:Captcha


Secret Link