Multimillionaire Joshua Peck Found Dead After Heated Domestic Dispute

მდიდარი მულტიმილიონერი, კერძო საინვესტიციო კომპანიის ხელმძღვანელი ჯოშუა პეკი, რომელიც ისეთ ცნობილ ბრენდებს ფლობდა, როგორიცაა Majestic Wine და Poundstretcher, ლონდონში, ნაქირავებ სასახლეში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც ირკვევა, მანამდე მას მეუღლესთან ავიაბილეთების გამო კამათი ჰქონდა.
ოთახიდან ისმოდა ყვირილის და გაცხარებული კამათის ხმა.
მულტიმილიონერის ცხედარი ძვირად ღირებული სასახლის ზედა სართულის ჩაკეტილ საძინებელში, დამლაგებლებმა იპოვეს.
როგოც მედია წერს, მას ყელზე თოკის მარყუჟი ჰქონდა შემოხვეული.
51 წლის აღმასრულებელი დირექტორის კომპანიის ღირებულება 50 მილიარდ დოლარს აღწევს.
მისი 28-წლიანი მეუღლე, ჟაკლინ პეკი, რომელთანაც სიყვარული ბავშობიდან აკავშირებდა, ამერიკიდან დიდ ბრიტანეთში გადასვლას გეგმავდნენ.
ჟაკლინ პაკმა გამოძიებას განუცხადა, რომ მისი მეუღლის სიკვდილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი შესაძლოა მოგზაურობით და საქმით გამოწვეული გადაღლილობა იყოს.
რაც შეეხება ჩხუბის ინციდენტს, დამლაგებლებმა განაცხადეს, რომ ბიზნესმენის გარდაცვალებამე, წინა საღამოს წყვილმა მწვავედ იჩხუბა და ისინი “მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად სვამდნენ.“ “ჩვენ სკოლიდან შეყვარებულები ვიყავით.
ჯოში ღრმად მორწმუნე კათოლიკე იყო, რომელიც დაუღალავად მუშაობდა ჩემი და ბავშვების უზრუნველსაყოფად.
ოჯახი მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ, როგორც ნებისმიერ ხანგრძლივ ქორწინებაში, ჩვენთანაც იყო დაძაბულობა,“ — დაწერა ჟაკლინმა მისი მეუღლის შესახებ სოციალურ ქსელში.
ქვრივის თქმით, მისი ქმარი ზოგჯერ “იმპულსური“ იყო და ერთხელ, კამათის შემდეგ, შვეიცარიის სასტუმროს აივნიდან თოვლში გადახტა.
მისი თქმით, გარდაცვალების წინა დღეს სვამდნენ და შემდეგ ავიაბილეთების საკითხზე იჩხუბეს.
იხილეთ ასევე: “ძალიან მინდოდა დედობა.
მასკმა მისი სპერმის დონაცია შემომთავაზა და მე დავთანხმდი“ – რას ჰყვება ილონ მასკის ყოფილი თანაშემწე, რომელმაც მილიარდერისგან 4 შვილი გააჩინა “არანაირი სიამოვნება არ ღირს ამად.
“ – ნიუ-იორკის სასამართლომ ჯეფრი ეპშტეინის მიერ, თვითმკვლელობამდე დაწერილი, აქამდე უცნობი წერილი გამოაქვეყნა
Joshua Peck, Majestic Wine, Poundstretcher, London mansion death, Jacqueline Peck, multimillionaire CEO, domestic dispute