General News

NATO must send a clear signal of unity on Ukraine, Poland president says

Poland’s president warns Russia’s assault on Ukraine is a direct challenge to Euro-Atlantic security and urges NATO to prove unity at an upcoming summit.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია არა იზოლირებული კონფლიქტი, არამედ მთელი ევროატლანტიკური უსაფრთხოების წესრიგისთვის პირდაპირი გამოწვევაა, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ რუმინეთში, „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტის გახსნისას განაცხადა.. „ჩვენ ევროპას ვაფრთხილებდით, რომ რუსეთის რევიზიონიზმი დროებითი არ იყო და რომ იმპერიული აზროვნება დაბრუნდა.. ჩვენ ევროპას ვაფრთხილებდით, რომ შეკავება მხოლოდ ფურცელზე ვერ იარსებებდა.. დღეს ვერავინ იტყვის, რომ მათი გაფრთხილება არ მომხდარა“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.. მისი თქმით, ივლისში დაგეგმილ სამიტზე „ნატო-მ მკაფიო სიგნალი უნდა გააგზავნოს, რომ ის ერთიანია და მზადაა მოკავშირეების ტერიტორიის დასაცავად“.. „არანაირი ეჭვი არ უნდა არსებობდეს იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო ეს სასტიკი ომი.. ჩვენ ასევე ბელარუსის როლი უნდა გავაცნობიეროთ, რომელიც რუსეთის სამხედრო მოქმედებების მხარდაჭერას აგრძელებს და მას საკუთარი ტერიტორიიდან ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ მტრული ჰიბრიდული ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.. ჩვენ ერთობლივად უნდა უზრუნველვყოთ, რომ თუ ჩვენი საზღვრების აღმოსავლეთით მშვიდობა მიიღწევა, მაშინ ის სამართლიანი უნდა იყოს“, – აღნიშნა ნავროცკიმ.

Poland president, NATO unity, Ukraine war, Bucharest Nine, Euro-Atlantic security, Russia aggression, Belarus support

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Are you human? Please solve:Captcha


Secret Link