General News

Keyphrase: Foreign work limits not yet visible on hiring platforms

A newly introduced ban on certain foreign workers has not yet shown an impact on job postings, a staffing platform executive says.

მთავრობამ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აუკრძალა.. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე ნებისმიერ უცხოელს, რომელსაც სურს იმუშაოს კურიერად, მძღოლად ან სხვა ტიპის მომსახურების სფეროში „შრომითი საქმიანობის უფლება“ ესაჭიროება.. hr.ge-ის ვებ განყოფილების გაყიდვების დირექტორი ინგა შახბაზიანი „კომერსანტის“ ეთერში აცხადებს, რომ მოცემულ ცვლილებებს ჯერჯერობით ეფექტი არ მოუხდენია.. მისი თქმით, ვაკანსიების გააქტიურება დენად პოზიციებზე ჯერჯერობით არ არის.. „ჯერჯერობით აღნიშნულ ცვლილებების ეფექტი დასაქმების პლატფორმებზე არ ჩანს.. როდესაც უცხოელების დასაქმებაზე ვსაუბრობთ, ამ მიმართულებით ვგულისხმობ შედარებით დენად პოზიციებს, როგორიცაა, მაგალითად, კურიერი, მძღოლი და ასე შემდეგ.. გამომდინარე იქიდან, რომ ჰორეკა სექტორი ვერ გააქტიურდა, არ იგრძნობა, რომ უცხოელთა დასაქმება შეიზღუდა.. ასევე ვერ ვიტყვი, რომ თუნდაც კურიერებსა და მძღოლებზე ვაკანსიებმა მოიმატა.. როგორც აქამდე იყო სტაბილურად ტენდეცია, იგივე სიტუაციაა ახლაც.. შესაბამისად, დასაქმების ბაზარზე ჯერ არ იგრძნობა, რომ პირველი მარტიდან შეიზღუდა უცხოელების დასაქმება“.- განაცხადა ინგა შახბაზიანმა.

foreign employment Georgia, work activity permit, courier job market, taxi driver vacancies, employment platforms

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Are you human? Please solve:Captcha


Secret Link