Georgia News

Property Sales in Georgia: 3/4 of Buyers Are Georgian, Israel Share Rises

Misryoum reports Q1 2026 began positively for Georgia’s real estate market, with demand and supply rising and Israel’s share among foreigners increasing.

Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსმა, ოთარ ცუხიშვილმა რადიო “კომერსანტის” ეთერში საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი მიმოიხილა.. ანალიტიკოსის თქმით, 2026 წლის პირველი კვარტალი ბაზრის მოთამაშეებისთვის საკმაოდ კარგად დაიწყო- გაიზარდა როგორც მოთხოვნა ასევე მიწოდებაც უძრავ ქონებაზე.. ცუხიშვილის ინფორმაცით, ამ ეტაპზე თბილისში გაყიდული ბინების უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, უცხოელ მყიდველებს შორის კი ძირითადად ისრაელის მოქალაქეები აქტიურობენ.. “მარტის მონაცემებით, 2026 წლის I კვარტალი საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო, როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების და ზოგადად, ფასების კუთხით.. უბნების მიხედვით, უძრავ ქონებაზე ფასების დინამიკა მეტ-ნაკლებად თანაბარია.. როგორც წესი, საცხოვრებელ ბინებზე ყველაზე მაღალი ფასი არის ცენტრალურ უბნებში(მთაწმინდა, ვაკე, ჩუღურეთი) ხოლო შედარებით ხელმისაწვდომია- გლდანი, სამგორი, დიდი დიღომი.. ზომის მიხედვით, ყველაზე პოპულარული არის პატარა და საშუალო ზომის ბინები, ეს ორი ერთად გაყიდვების 80%-ს შეადგენს თბილისში.. ფასის ზრდასთან ერთად ვხედავთ, რომ ბიუჯეტური ბინების წილი ყოველწლიურად მცირდება.. თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მყიდველების მთავარი სეგმენტი მაინც საქართველოს მოქალაქეები არიან.. გაყიდული ბინების 3/4 მოდის საქართველოს მოქალაქეებზე, თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეც განსხვავებული ტენდენციები შეინიშნება; თუ რუსეთ-უკრაინის ომის დროს რუსეთის მოქალაქეები აქტიურობდნენ, ახლა ვხედავთ, რომ გაზრდილია ისრაელის მოქალაქეების წილი”,- აღნიშნა Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსმა “კომერსანტის” ეთერში.

Secret Link