Tragedy in Gardabani: Eighth Victim of Fatal Crash Identified

The community of Gardabani is in mourning as the eighth victim of a horrific car accident has been identified following his death in the hospital.
გამოცემა Aktual.ge-ის ცნობით, 14 მაისს, გარდაბანში მომხდარი უმძიმესი ავარიის შედეგად გარდაცვლილი მე-8 ახალგაზრდა 22 წლის ხანოღლან ნასიბოვია.. ის რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, რომლის დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა: “ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, ოპერაცია, შესაბამისი პროცედურები გაგრძელდა ტრავმატოლოგიაში.. ოპერაციების დასრულების შემდგომ, საღამოს გარდაიცვალა“.. ავარიისას, 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა.. BMW-ის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა.. ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.. იხილეთ ასევე: “ნელ-ნელა გამოვდივარ შოკიდან, დაღუპულებიდან 4 ჩემი მოსწავლეა…. საშიში გახდა გარდაბანში მანქანის ტარება” – ტრაგედიის ახალი დეტალები სოციალურ ქსელებში ვრცელდება გარდაბანში მომხდარი, უმძიმესი ავარიის კადრები, რომელიც ქუჩის კამერამ გადაიღო (ვიდეო +18)
Gardabani crash, fatal accident, traffic safety, Khanoghlan Nasibov, road tragedy, Georgia news, vehicle collision