5-Day Work Week Linked to Obesity Risk in New OECD Study

Recent research presented at the European Congress on Obesity suggests that prolonged work weeks are a contributing factor to rising obesity levels, sparking debate over the efficacy of the traditional five-day model.
სიმსუქნის დონე უფრო მაღალია იმ ქვეყნებში, სადაც სამუშაო ცვლები ხანგრძლივია, ხოლო სამუშაო დღეების რაოდენობა – დიდი.. როგორც გამოცემა The Guardian-ი წერს, ამ დასკვნამდე მივიდა საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფი კვლევის საფუძველზე, რომელიც მათ სტამბოლში გამართულ სიმსუქნის ევროპულ კონგრესზე წარადგინეს.. წონის მატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სპორტისთვის დროის ნაკლებობა და სტრესია.. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 33 ქვეყნის მონაცემების ანალიზით (1990-დან 2022 წლამდე პერიოდში), მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წლიური სამუშაო დროის 1%-ით შემცირება სიმსუქნის 0,16%-ით კლებასთან არის დაკავშირებული.. კვლევის თანაავტორმა, კვინსლენდის უნივერსიტეტის დოქტორმა პრადეპა კორალე-გედარამ განმარტა, რომ სტრესი ზრდის კორტიზოლის დონეს, რაც ცხიმის დაგროვებას უწყობს ხელს.. „როდესაც ცხოვრება დაბალანსებულია, ადამიანები ნაკლებად განიცდიან სტრესს, უფრო ხშირად ირჩევენ ჯანსაღ საკვებს და ცხოვრების აქტიურ წესს“, – აღნიშნა მან.. მეცნიერები განმარტავენ, რომ კვლევა პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს არ ამტკიცებს, რადგან შედეგზე გავლენა აქვს ქვეყნებს შორის შემოსავლების დონის განსხვავებასაც.. თუმცა, კვლევის შედეგებმა გააძლიერა დიდი ბრიტანეთის კამპანია ოთხდღიანი სამუშაო კვირის დასამკვიდრებლად.. ფონდ 4 Day Week Foundation-ის ხელმძღვანელმა, ჯეიმს რივზმა განაცხადა, რომ სამუშაო კვირის შემცირებას ხელფასის შენარჩუნებით „შეუძლია მკვეთრად შეამციროს სიმსუქნის დონე“, რადგან ადამიანებს მეტი დრო დარჩებათ ჯანსაღი ჩვევებისთვის.. რივზი ამტკიცებს, რომ ხუთდღიანი მოდელი „მოძველებულია და განახლებას საჭიროებს“.
5-day work week, obesity risk, OECD study, work-life balance, public health, four-day week