Georgia News

EU foreign ministers to discuss Russia talks and demands on May 27-28, Kaja Kallas says

Kaja Kallas says EU foreign ministers will meet May 27-28 to discuss potential Russia talks, linked to EU proposals and demands for Russian concessions.

27- 28 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებისა და მოთხოვნების საკითხებს განიხილავენ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.. „რაც შეეხება რუსეთს, ჯერ ჩვენ ერთმანეთში უნდა განვიხილოთ, თუ რაზე გვსურს მათთან საუბარი.. სწორედ ამიტომ, „გიმნიხის“ ფორმატში შეხვედრა ახლოვდება, სადაც ჩვენ მიერ წამოყენებულ წინადადებებს განვიხილავთ, რათა ჩვენ წინაშე არსებული პრობლემები მოვაგვაროთ“, – განაცხადა კალასმა.. მისი თქმით, რუსეთი დათმობებზე უნდა წავიდეს.. „ევროპული უსაფრთხოების საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი თავის მეზობლებს მუდმივად თავს ესხმის და ასევე იმაში, თუ როგორ შეგვიძლია ამის პრევენცია.. ამისთვის რუსეთის მხრიდან დათმობები გვჭირდება.. გასულ კვირას მოლდოვაში ვიყავი და იქ რუსული ჯარები იმყოფებიან.. მაგალითისთვის, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი პირობა შეიძლება ესეც იყოს, რომ მათ თავიანთი ჯარები გაიყვანონ“,- აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

EU foreign ministers, Kaja Kallas, Russia talks, Gymnich format, European security, Russian troops Moldova

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Are you human? Please solve:Captcha


Secret Link