Georgia News

Zero Quota for Foreign Guides to Boost Tourism Quality

The implementation of zero quotas for foreign cultural guides in Georgia is set to enhance service quality, professional standards, and the country's international image.

ახალი რეგულაცია ხელს შეუწყობს სფეროში პროფესიონალიზმის ზრდას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და საბოლოოდ, საქართველოს, როგორც ტურისტულად სანდო და მაღალი სტანდარტების მქონე ქვეყნის, პოზიციების კიდევ უფრო გამყარებას საერთაშორისო ბაზარზე, – ამის შესახებ ტურისტული კომპანია Boss Tour-ის მენეჯერმა მარიამ მაისურაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.. მისივე ინფორმაციით, ტურისტულ კომპანიას აქტიურ ტურისტულ სეზონზე გიდების დეფიციტის მოლოდინი აქვს და შესაბამისად, ახალი კადრების მოძიებას გეგმავს, რათა მომსახურების უწყვეტობა უზრუნველყოს.. “ჩვენი ტურისტული კომპანია მიესალმება ახალ რეგულაციას და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ცვლილებები დადებით გავლენას მოახდენს როგორც ტურიზმის სფეროზე, ისე ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე.. ახალი კანონი გაამართლებს მოლოდინებს და ხელს შეუწყობს იმ პროფესიონალი ადგილობრივი გიდების გამოკვეთასა და განვითარებას, რომლებიც ტურისტებს მაღალი ხარისხის, პასუხისმგებლიან და სტანდარტებთან შესაბამის მომსახურებას შესთავაზებენ.. დღეს ტურიზმის სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სტუმარმა მიიღოს არა მხოლოდ ინფორმაციული ტური, არამედ პროფესიონალურად დაგეგმილი და უსაფრთხო გამოცდილება, რომელიც სწორად წარმოაჩენს საქართველოს კულტურას, ისტორიას, ტრადიციებსა და სტუმართმოყვარეობას.. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ სფეროს რეგულირება გრძელვადიან პერსპექტივაში დადებით შედეგს მოიტანს როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი ბიზნესებისთვის.. ჩვენი კომპანია უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს გამოცდილ და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადგილობრივ გიდებთან, რომლებიც პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით გამოირჩევიან.. მათი დახმარებით ტურისტებს ვთავაზობთ ხარისხიან მომსახურებას და ავთენტურ გამოცდილებას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.. ამავდროულად, ვაცნობიერებთ, რომ აქტიური ტურისტული სეზონის პერიოდში მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზრდება და შესაძლოა კვალიფიციური გიდების გარკვეული ნაკლებობაც შეიქმნას.. სწორედ ამიტომ, კომპანია წინასწარ ემზადება ამ გამოწვევისთვის – ვაფართოებთ თანამშრომლობას ადგილობრივ გიდებთან, ვგეგმავთ ახალი კადრების მოძიებას, რათა სეზონის პიკშიც შევძლოთ ტურისტებისთვის მაღალი სტანდარტის მომსახურების უწყვეტად შეთავაზება”, – აცხადებს მარიამ მაისურაძე.. ცნობისთვის, 2026 წლის 1 მაისიდან საქართველოში ტურიზმის სფეროში მნიშვნელოვანი ახალი რეგულაციები და ცვლილებები ამოქმედდა, რომლებიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებას და სექტორის მოწესრიგებას.. ძირითადი სიახლეებია: შრომითი მიგრაციის წესები: უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათ შორის დისტანციურად მომუშავე პირებისთვის, საქართველოში კანონიერად დასაქმების მიზნით “შრომითი საქმიანობის უფლების” მოპოვება გახდა სავალდებულო.. გიდების საქმიანობის რეგულირება: რეგულაციები შეეხო ტურისტული გიდების საქმიანობას, რაც მიზნად ისახავს მომსახურების ხარისხის კონტროლს.. “შრომითი მიგრაციის” შესახებ საქართველოს კანონით, უცხოელი გიდებისთვის სპეციალური შეზღუდვები დაწესდა.. კულტურული გიდების მიმართულებით უცხოელებისთვის კვოტირება ნულოვანია.. სავალდებულო დაზღვევა: 1 იანვრიდან საქართველოში შემოსვლისას ტურისტებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პოლისის ქონა სავალდებულო გახდა.. ტურისტული მომსახურების უსაფრთხოება: 2024 წლის შუა პერიოდიდან დაწყებული, კანონმდებლობა აწესებს მაღალ უსაფრთხოების სტანდარტებს ტურისტული მომსახურების გამწევი სუბიექტებისთვის.. ეს ზომები მიმართულია ტურისტების უფლებების დაცვასა და ქვეყანაში ტურიზმის მდგრად განვითარებაზე.. წყარო: bp.ge

Georgia tourism, cultural guides, zero quota, tourism regulation, Boss Tour, travel safety, tourism standards

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Are you human? Please solve:Captcha


Secret Link