General News

Prosecutors charge suspect over fraud involving ₾1,004,798

Georgia’s prosecution has charged one person over alleged fraud after a promised shipment of 43 cars never arrived despite ₾1,004,798 paid.

საქართველოს პროკურატურამ 1 004 798 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.. უწყების ცნობით, ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაჰპირდა, რომ საზღვარგარეთიდან საქართველოში, 43 ავტომანქანას ჩამოიყვანდა და გადასცემდა.. ბრალდებულმა დაზარალებული მოატყუა და მიუხედავად თანხის გადახდისა, ავტომანქანები არ ჩამოიყვნა.. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაჰპირდა, რომ საზღვარგარეთიდან საქართველოში, 43 ავტომანქანას ჩამოიყვნდა და გადასცემდა.. ბრალდებულმა დაზარალებული მოატყუა, რომ თითქოსდა, ავტომანქანების ჩამოსაყვანად საჭირო იყო ავტომანქანების ღირებულების ნაწილის წინასწარ გადახდა, რის შემდეგაც დაზარალებულმა ბარლდებულს ხელზე გადასცა და მის მიერ მითითებულ საბანკო და კრიპტო საფულის ანგარიშებზე გადარიცხა 1 004 798 ლარი.. მიუხედავად თანხის გადახდისა, ბრალდებულმა ავტომანქანები არ ჩამოიყვნა და დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას დაეუფლა.. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ე.ი.. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Georgia prosecutors, fraud charge, ₾1,004,798, 43 cars, crypto wallet transfer, Rustavi court detention, Criminal Code Article 180

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Are you human? Please solve:Captcha


Secret Link