Gia Kobachishvili to Lead Mtskheta-Mtianeti Regional Investigation Division

The Ministry of Finance Investigation Service has appointed Gia Kobachishvili to oversee the Mtskheta-Mtianeti regional office, aiming to strengthen financial crime prevention.
თბილისი (GBC) – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან ხარაბაძემ, სამსახურის პირველ მოადგილესთან, მოადგილეებთან და საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებს ახალი უფროსი – გია კობაჩიშვილი წარუდგინა.. სამუშაო შეხვედრაზე ლევან ხარაბაძემ ახალ ხელმძღვანელს ნდობა გამოუცხადა, თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.. სამსახურის უფროსმა ხაზი გაუსვა გია კობაჩიშვილის კვალიფიკაციასა და პროფესიულ გამოცდილებას.. აღინიშნა, რომ მისი ხედვები და მიდგომები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვას.. თავის მხრივ, რეგიონალური სამმართველოს ახალმა ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა სამსახურის ხელმძღვანელობას გამოცხადებული ნდობისთვის.
Gia Kobachishvili, Mtskheta-Mtianeti, Ministry of Finance, financial crime, investigation service, Georgia, regional leadership