Georgia News

Trump: “Project Freedom” in the Strait of Hormuz will pause briefly, blockade stays in force

Trump: “Project Freedom” in the Strait of Hormuz will pause briefly, blockade stays in force

US President Donald Trump says the “Project Freedom” escort operation in the Strait of Hormuz will pause briefly, while the blockade remains fully in effect.

აშშ-ის ოპერაცია სახელწოდებით „პროექტი თავისუფლება“, რომელიც ჰორმუზის სრუტიდან გემების უსაფრთხო ესკორტირებას ისახავს მიზნად, დროებით შეჩერდება.. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.. მისივე თქმით, აღნიშნული ოპერაცია ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეჩერდება, რათა გაირკვეს შესაძლებელი გახდება თუ არა მხარეებს შორის შეთანხმების საბოლოოდ გაფორმება.. „პაკისტანისა და სხვა ქვეყნების თხოვნის გათვალისწინებით, ასევე ირანის წინააღმდეგ კამპანიის დროს მიღწეული მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატებისა და იმ ფაქტის გამო, რომ ირანის წარმომადგენლებთან სრული და საბოლოო შეთანხმების მიმართულებით დიდი პროგრესია მიღწეული, ორმხრივად შევთანხმდით, მიუხედავად იმისა, რომ ბლოკადა სრულად ძალაში რჩება, „პროექტი თავისუფლება“ (ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილება) მცირე ხნით შეჩერდება, რათა ვნახოთ, შესაძლებელი იქნება თუ არა შეთანხმების საბოლოოდ გაფორმება და ხელმოწერა“, – წერს ტრამპი.

Secret Link