Georgia News

Electricity Tariff Support Expanded: Subsidies for Vulnerable and Large Families

Electricity Tariff Support Expanded: Subsidies for Vulnerable and Large Families

Misryoum reports that after a new electricity tariff decision, the state will increase subsidies for socially vulnerable and large families to keep bills stable.

„ელექტროენერგიის ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, გაზრდილი ხარჯის სუბსიდირებას სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს“ – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა.. „ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი სიახლეა ბოლოდროინდელი ცვლილებების ფონზე, რაც უკავშირდება ელექტროენერგეტიკის სექტორში არსებული ტარიფების გადახედვას.. მივიღეთ გადაწყვეტილება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ეს გაზრდილი ხარჯი, სახელმწიფოს მხრიდან, საკუთარ თავზე იქნა აღებული.. ეს მნიშვნელოვანია სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისთვის“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხის გაზრდის მიზანია, ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, შეჭირვებული ოჯახებისთვის ელექტროენერგიის გადასახადი უცვლელი დარჩეს.. მთავრობის დადგენილებით – ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია, დამატებით – 5 თეთრი დაუსუბსიდირდებათ.. სიახლე თბილისის მუნიციპალიტეტის გარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ ბენეფიციარებს შეეხებათ.. რაც შეეხება მრავალშვილიან ოჯახებს, ელექტროენერგიის ახალი ტარიფის შესაბამისად, დამატებით – 10 ლარის სუბსიდიას მიიღებენ.. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამ სტატუსის მქონე ოჯახები, სოციალური შეღავათის სახით, ელექტროენერგიის გადასახადისთვის 20 ლარის ნაცვლად 30 ლარს მიიღებენ.. ამას ემატება 10-ლარიანი სუბსიდია ყოველ მომდევნო შვილზე.. ცვლილება ძალაში პირველი აპრილიდან შევიდა.. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს

Secret Link